საზღვაო ლოგისტიკის უფროსი მენეჯერი
ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას საზღვაო ლოგისტიკის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე. "Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ავტო დილერებისთვის.
ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:
- ავტომობილების შეძენას აშშ-ს საერთაშორისო აუქციონებიდან.
- ტრანსპორტირების სრულ მომსახურებას.
- საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას.
- სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს.
"Carspace"-ის პრიორიტეტი ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურებაა, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი. 10:00-დან 18:00-მდე
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი. აღმაშენებლის ხეივანი N 19
ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად, კანდიდატის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მიხედვით.
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს:
- კორპორაიული დაზღვევა, რომელსაც სრულად კომპანია ფარავს;
- Fitpass;
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოსულ კონტეინერებთან დაკავშირებული ინფორმაციის მონიტორინგი და სპეციალურ პორტალზე ასახვა;
- გადამზიდ კომპანიებთან და ტერმინალებთან კომუნიკაცია;
- გადაზიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- ფოთის პორტში ჩამოსული კონტეინერის გახსნის დაგეგმარება და კურირება;
- ლოჯისიკის პროცესის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
- სხარტი და ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;