ლოჯისტიკის კოორდინატორი- საგურამო
სს "ზედაზენი 2012" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის კოორდინატორის - ის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი ფუნქცია-მოვალეობები: ** სასაწყობო სივრცეებში პროდუქციის გადანაწილების დაგეგმვა და კოორდინაცია; ** პროდუქტის სწორ ლოკაციებზე განთავსების კონტროლი; ** სხვადასხვა საწყობს შორის პროდუქციის გადაადგილების ორგანიზება; ** მარაგების დონის მონიტორინგი და სივრცეების ოპტიმალური გამოყენება; ** საწყობის დატვირთულობის ანალიზი და ეფექტური განაწილების შეთავაზება; ** ყოველდღიური ნაშთების და გადაადგილებებისა კონტროლი კომპანიის სტრუქტურის შესაბამისად; ** სატრანსპორტო პროცესებისა და თანამშრომლების კოორდინაცია ეფექტური ლოგისტიკური ოპერაციების უზრუნველსაყოფად; ** სატრანსპორტო საშუალებების (ტრაილერები) მართვა და ეფექტური გამოყენების ორგანიზება; ** სატვირთო ავტომობილების გამოყენების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ოპტიმიზაციის განხორციელება; ** დისტრიბუციისა და გაყიდვების პროცესებთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროექტებში მხარდაჭერა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ლოგისტიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით); ** Microsoft Excel-ის ცოდნა (საშუალო დონეზე); ** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე); ** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; ** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები: ** ტრანსპორტირება; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** კვება