ლიზინგის მენეჯერი
კომპანია "B2B"-ი აცხადებს ვაკანსიას ლიზინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა;
- ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 სთ - 19:00 სთ.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა: კონსულტაცია, დაფინანსების/სალიზინგო პროდუქტის გაცნობა;
- ფინანსური მდგომარეობის შეფასება და ლიზინგის პირობების შერჩევა;
- დაფინანსების/ლიზინგის განაცხადის მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- კლიენტების მიერ კომპანიის ბაზაში დარეგისტრირებული და ლიზინგის მენეჯერის მიერ დადასტურებული განცხადებების საფუძველზე, დაფინანსების პროექტის შექმნა (LMS);
- დაფინანსების განაცხადის შემუშავება, განმცხადებლის არსებული ფინანსური მდგომარეობის, მითითებით;
- წინასწარ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში დაფინანსების განაცხადების დადასტურება;
- კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით ექსელი);
- სასურველია საბანკო ან სალიზინგო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა (მინიმალური დონე B2).
შპს "b2b" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად