კურიერი
მოლეკულურ-დიაგნოსტიკური ცენტრი აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, პუნქტუალურ და მოწესრიგებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს პარტნიორ კლინიკებთან ყოველდღიურ ლოჯისტიკურ მომსახურებას.
ძირითადი მოვალეობები
- პარტნიორი კლინიკების მონახულება განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით;
- კლინიკების საჭირო სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა;
- ნიმუშის ასაღებად საჭირო კრიო სინჯარებისა და სხვა შესაბამისი მასალების მიწოდება;
- კლინიკებიდან ბიოლოგიური ნიმუშების წამოღება თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
- ნიმუშებისა და დოკუმენტაციის უსაფრთხოდ და დროულად ტრანსპორტირება ოფისში;
- მიღებული ნიმუშების დახარისხება შესაბამისი წესის მიხედვით;
- ნიმუშების მომზადება და გადაცემა ცენტრალურ ლაბორატორიაში გასაგზავნად;
- საჭიროების შემთხვევაში ოფისთან დაკავშირებული სხვა საკურიერო დავალებების შესრულება.
სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი-პარასკევი: 11:00-18:00
- შაბათი: მორიგეობით — თვეში საშუალოდ 2 შაბათი.
კომპანიაში მუშაობს ორი კურიერი და შაბათის მორიგეობა მათ შორის ნაწილდება.
ტრანსპორტი
განვიხილავთ ორივე ვარიანტს:
- კანდიდატი საკუთარი სკუტერით;
- კანდიდატი, რომელიც იმუშავებს კომპანიის ავტომობილით.
საკუთარი სკუტერის შემთხვევაში პირობები და ტრანსპორტთან დაკავშირებული ხარჯები შეთანხმდება ინდივიდუალურად.
მოთხოვნები
- მართვის მოწმობა;
- ქალაქში გადაადგილებისა და მარშრუტების კარგი ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- სიფრთხილე დოკუმენტებთან და გადასატან მასალებთან მუშაობისას;
- კომუნიკაბელურობა და პარტნიორ კლინიკებთან კორექტული ურთიერთობის უნარი;
- ავტომობილის/სკუტერის უსაფრთხოდ მართვის გამოცდილება.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- ფიქსირებულ სამუშაო გრაფიკს — 11:00-დან 18:00 საათამდე;
- კვირაში 5 სამუშაო დღეს და შაბათის მორიგეობას თვეში საშუალოდ 2-ჯერ;
- კომპანიის ავტომობილით მუშაობის შესაძლებლობას;
- გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივას.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის მიერ არჩეული სამუშაო ფორმატის შესაბამისად (საკუთარი სკუტერი / კომპანიის ავტომობილი).