ქსელური მოწყობილობების უმცროსი პროდუქტ მენეჯერი — Telco Systems

Telco Systems

ქსელური მოწყობილობების უმცროსი პროდუქტ მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ტელკო სისტემს", რომელიც ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს, არის ქსელური მოწყობილობების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია.

ამჟამად ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება ჩვენს პორტფელში არსებული ბრენდების განვითარებაში და პროდუქციის მენეჯმენტში.

ვაკანსია: ქსელური მოწყობილობების უმცროსი პროდუქტ მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

  • ბრენდის პროდუქტების, გადაწყვეტილებებისა და ტექნიკური მახასიათებლების სიღრმისეული შესწავლა
  • ფასების, კონკურენტების და ბაზრის ანალიზი
  • ახალი პროდუქტების ბაზარზე დანერგვაში მონაწილეობა
  • გაყიდვების გუნდისთვის პროდუქტის შესახებ ინფორმაციისა და მასალების მომზადება
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა
  • მომწოდებელთან/მწარმოებელთან კომუნიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქსელური ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა ან სფეროს მიმართ ინტერესი
  • ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და მონაცემებთან მუშაობის უნარი
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა
  • AI ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენების უნარი
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარები
  • დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი

უპირატესობად ჩაითვლება აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ანაზღაურება - კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

სამუშაო გრაფიკი:
ორშ-პარ 10:00-18:00

განხილვადია მოქნილი სამუშაო გრაფიკი სტუდენტებისთვის.