კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
** https://www.ita.com.ge
** კომპანიის Facebook გვერდი
კომპანია "იტა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავეტიკ ისააკიანის ჩიხი №2
ძირითადი მოვალეობები:
** კორპორატიული კლიენტების მოძიება და მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების შესწავლა;
** არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება, შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;
** კომპანია-პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება;
** ტენდერებსა და ბაზრის კვლევებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
ძირითადი უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გამართული მეტყველება;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პროდუქციის ეფექტურად წარდგენისა და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და კრეატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** შედეგზე და კლიენტზე ორიენტირებულობა.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** გასაუბრება;
** დამატებითი შეფასება საჭიროების შემთხვევაში.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე:
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 19.11.2026
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "იტა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "იტას" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.