კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
დასახელება : კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
ვის ვეძებთ:
• B2B გაყიდვების სფეროში, სისტემურ კომპანიაში აქტიური გაყიდვების გამოცდილების მქონე კანდიდატს;
• 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
• კანდიდატს, რომელსაც შეუძლია კლიენტის წინააღმდეგობებთან ეფექტურად მუშაობა;
• მზადყოფნა კლიენტებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად;
• გაყიდვების გაფორმებისა და შემდგომი მართვის გამოცდილება;
• 1C, ERP და CRM სისტემებში მუშაობის გამოცდილება, ასევე დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• დისციპლინირებულ, პასუხისმგებლიან და კეთილსინდისიერ თანამშრომელს;
• რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
მოვალეობები:
• კომპანიის პროდუქციის რეალიზაცია კლიენტებზე;
• პროდუქტის ღირებულებისა და უპირატესობების სწორად წარდგენა, რათა კლიენტის საჭიროებები და ამოცანები ეფექტურად გადაწყდეს;
• გაყიდვების გაფორმება და შემდგომი მართვა;
• ბაზრის, კონკურენტებისა და პოტენციური კლიენტების სეგმენტებისანალიზი;
• ახალი კორპორატიული კლიენტების აქტიური მოძიება და გაყიდვებისშესაძლებლობების შექმნა;
• მსხვილ და სტრატეგიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
• გაყიდვების ახალი არხებისა და პარტნიორული ურთიერთობებისგანვითარება;
• კლიენტებისთვის კომპანიის მომსახურებების პროფესიონალურადწარდგენა და პრეზენტაციების ჩატარება;
• კლიენტებისა და პროდუქციის ჯგუფების მიხედვით წლიური და ყოველთვიური გაყიდვების დაგეგმვა;
• კომპანიის კორპორაციული კულტურისა და შიდა წესების დაცვა;
• სასურველია კანდიდატს ჰყავდეს პირადი ავტომობილი და ფლობდეს B კატეგორიის მართვის მოწმობას.
ჩვენ გთავაზობთ:
• ოფიციალურ დასაქმებას და საქართველოს შრომის კანონმდებლობის სრული დაცვით მუშაობას;
• კომფორტულ სამუშაო გარემოს;
• ხელფასი: გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე, ფიქსირებული 1500-3000 ლარი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით, შემდეგფიქსირებული + ბონუსი 4000 ლარიდან.
• სამუშაო ადგილს: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 7ა;
• სტაბილურ და საიმედო სამსახურს მზარდ კომპანიაში;
• სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი – პარასკევი, 09:00 – 18:00;
• საწვავის, მობილური კავშირის, პირადი ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯების ანაზღაურებას.
თუ დაინტერესებული ხართ, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@ozonsafety.ge "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი"
Mob:501000062