კონსულტანტი- ქუთაისი
სს "საქკაბელი" 1958 წელს დაარსდა და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და შესაბამისად ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა.
სს საქკაბელის მთავარი ღირებულება თანამშრომელია - ერთად, ძლიერი გუნდით ჩვენ ვქმნით ქართულ პროდუქციას და ვამკვიდრებთ ევროპულ სტანდარტებს.
თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო სტანდარტების ქართული პროდუქციის განვითარებაში, სს "საქკაბელი" გთავაზობთ დასაქმებას ქუთაისში კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ლოკაცია: ქუთაისი, კ.გამსახურდიას 2
- გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-18:00
- ანაზღაურება:
- სტაჟირების პერიოდში 900₾
- სასწავლო პერიოდის დასრულების შემდეგ 1100₾-დან + ყოველთვიური ბონუსი (გამომუშავებით)
- სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, ფიტპასი
ძირითადი ფუნქციები/ მოვალეობები/ პასუხისმგებლობის საზღვრები:
- მომხმარებლებისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტის, ფასისა და ძირითადი მახასიათებლების შესახებ;
- კლიენტთან ანგარიშსწორება და გაყიდული პროდუქციის აღრიცხვა;
- მაღაზიის იერსახეზე ზრუნვა - პროდუქციის, ფასმაჩვენებლების, დახლებისა და ბანერების სწორი განლაგება და მოწესრიგება;
- მაღაზიის ინვენტარიზაციისა და აღწერების პროცესში პერიოდული მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Microsoft Office-ისა და 1C-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.
თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და განვითარება სს საქკაბელის მთავარი ღირებულებაა და კომპანია დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ობიექტურობსა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.