B2B ბიზნესის განვითარების სპეციალისტი
ვაკანსია: B2B ბიზნესის განვითარების სპეციალისტი
Patronus Legal ეძებს B2B ბიზნესის განვითარების სპეციალისტს, რომელიც დამოუკიდებლად გამოიკვლევს ბაზარს, შეარჩევს ჩვენი მომსახურებებისთვის შესაბამის კომპანიებს, მოიძიებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მათთან პროფესიულ კომუნიკაციას წარმართავს.
ამ პოზიციაზე მთავარი აქცენტი კეთდება არა კონტაქტების რაოდენობაზე, არამედ ხარისხიან კვლევაზე, სწორი კომპანიების შერჩევასა და მათ საჭიროებებზე მორგებულ კომუნიკაციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ბაზრისა და კონკრეტული კომპანიების სიღრმისეული კვლევა;
- პოტენციური კლიენტების შერჩევა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით;
- კომპანიებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები პირების მოძიება;
- მათთან დაკავშირება და Patronus Legal-ის მომსახურებების პროფესიულად წარდგენა;
- დაინტერესებულ კომპანიებთან შემდგომი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოება;
- ინფორმაციისა და შედეგების CRM-ში ზუსტად ასახვა.
მოთხოვნები:
- B2B გაყიდვების ან ბიზნესის განვითარების გამოცდილება;
- ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და გაანალიზების ძლიერი უნარი;
- ახალი კლიენტების მოძიებისა და მათთან პირველადი კომუნიკაციის გამოცდილება;
- მოლაპარაკებისა და პროფესიული პრეზენტაციის უნარები;
- დამოუკიდებლად მუშაობის, დაგეგმვისა და შედეგზე პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- გამართული ქართული ენა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პროფესიული ან მაღალი ღირებულების მომსახურებების გაყიდვის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
თუ ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, მაგრამ გაქვთ ძლიერი კვლევის უნარი, სწრაფად სწავლობთ, ხართ შრომისმოყვარე და მზად ხართ დამოუკიდებლად იმუშაოთ, მაინც გამოგვიგზავნეთ CV. ყველა წარმატებული BDR სადღაც იწყებს. ჩვენთვის გამოცდილებასთან ერთად მნიშვნელოვანია პოტენციალი, სამუშაო დამოკიდებულება და განვითარების სურვილი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ოფისიდან
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 11:00–19:00