კონდიტერი- ბათუმი — Greenwood Hotel

Greenwood Hotel — ლოგო
Greenwood Hotel

კონდიტერი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "GreenWood" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N3

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საკონდიტრო პროდუქტების, დესერტების და ფუნთუშეულის მომზადება-ცხობა, გაფორმება
  • გაწერილი რეცეპტურის დაცვით პროდუქციის მომზადება
  • ყველა შეკვეთის დამზადება სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით
  • ხარისხის, ჰიგიენისა და სტანდარტების დაცვა
  • მარაგების ეფექტურად გამოყენება
  • პროდუქციაზე არსებული ტემპერატურის და ვარგისიანობის აღმნიშვნელი მითითებების კონტროლი
  • საკონდიტრო ნაწარმის ხარისხის მუდმივი კონტროლი
  • საკვების დახარისხების და შენახვის უზრუნველყოფა
  • შინაგანაწესის გაცნობა და დაცვა სამუშაო პროცესში
  • ყველა სისტემისა და პროცედურის დაცვა, რომელიც დადგენილია კომპანიის მიერ.

მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე 1 წელი
  • კვების ჰიგიენური სტანდარტების და უსაფრთხოების ცოდნა
  • სანიტარული ნორმების დაცვის ცოდნა
  • თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი, აკურატულად მუშაობის უნარი, შედეგზე ორიენტირებულობა, შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.

შერჩევის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "გრინვუდ ჰოტელ".

გაცნობებთ, რომ შპს "გრინვუდ ჰოტელ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.

განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით."

გისურვებთ წარმატებას!