კონდიტერი- ბათუმი
სასტუმრო "Billionaire Ramada Plaza by Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
- დეპარტამენტი: სამზარეულო
- უშუალო ხელმძღვანელი: მთავარი შეფი
- თარიღი: 19.08.2026
- მდებარეობა: ბათუმი, ჟიული შარტავას ქ. N8
- გრაფიკი: 09:00 - 17:00; (5/2)
მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- დილის საუზმე, ფურშეტის კონცეფციის შესაბამისად, შეფ-კონდიტრის რეცეპტურით სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის მომზადება;
- საკონდიტრო ნაწარმის ხარისხის კონტროლი;
- ნედლეულისა და მზა პროდუქტების სტანდარტის მიხედვით შენახვა;
- არსებულ დანადგარებთან და ხელსაწყოებთან მუშაობისას სათანადო წესების დაცვა;
- საკონდიტრო ნაწარმის ასორტიმენტის და ხარისხის მოთხოვნების ცოდნა;
- მენიუში არსებული პროდუქციის მომზადება, რეცეპტების, კალკულაციების და დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- პროდუქციის ვიზუალურ მრავალფეროვნებაზე ზრუნვა;
- საკონდიტრო, საცხობი დანადგარების და სამუშაო ადგილის სისუფთავის დაცვა/კონტროლი;
- სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა HACCP სტანდარტების მიხედვით.
ბენეფიტი:
- კვება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.