კონდიტერი
მეამა ქოლექთი თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს. ვეძებთ კონდიტერს, რომელსაც აინტერესებს დესერტების მრავალფეროვანი ასორტიმენტის შექმნა და განვითარება, უყვარს ხარისხზე ორიენტირებული მუშაობა და კრეატიული პროცესები.
"მეამა ქოლექთი" არის ახალი კონცეფციის ყავის ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს როგორც მეამას კაფსულის უნიკალურ გემოებს, ასევე ყავაზე და ჩაიზე დაფუძნებულ მრავალფეროვან პროდუქტებს.
თუ ეძებ სამსახურს, სადაც იმუშავებ მეგობრულ გარემოში, ერთდროულად ისწავლი და განვითარდები — ეს პოზიცია შენთვისაა!
ლოკაცია: თბილისი, გივი ამილახვარის ქუჩა N2
ჩვენ გთავაზობთ:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00
- შესაძლებლობები: კარიერული განვითარება, პროფესიული ზრდა და მუდმივი სწავლა
- ბენეფიტები: ფასდაკლება მეამა ქოლექთის ასორტიმენტზე და მეამას პროდუქციაზე
- ანაზღაურება: შეთანხმებით
კვალიფიკაცია და უნარები:
- კანდიდატი უნდა იყოს სრულწლოვანი (18+)
- სასურველია კონდიტერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- დესერტების მომზადების ტექნოლოგიების ცოდნა
- სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
- კრეატიული აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა