კონდიტერი
შპს "გვირილა რეთეილი"-ს საწარმო აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- წინასწარ შემუშავებული რეცეპტის საფუძველზე საკონდიტრო ნაწარმის მომზადება.
- რეცეპტურის ზედმიწევნით დაცვა.
- ტექნოლოგიური ბარათის მიხედვით საცხობი ნაწარმის დაფორმირება-გამოცხობა.
- პროდუქციის იერსახის უზრუნველყოფა კომპანიაში არსებული სტანდარტის მიხედვით.
- შეუსაბამობის აღმოფხვრა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
- თუ შეუსაბამობა მის კომპეტენციას ცილდება, ვალდებულია შეატყობინოს მის უშუალო უფროსს ან ხარისხის კონტროლის მენეჯერს.
- სამუშაო სივრცეში სისუფთავის კონტროლი.
- მაცივრების სისუფთავეზე ზრუნვა.
- მაცივრებში არსებული პროდუქტის მარკირება; ვალდებულია ზედმიწევნით შეასრულოს კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაწერილი პროცედურები, სადაც მისი პასუხისმგებლობა ვლინდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება ან კონდიტერის საკვალიფიკაციო კურსების მოწმობა.
- გამოცდილება აუცილებელი არ არის, საქმეს ადგილზე შეგასწავლით.
სამუშაო გრაფიკი: 19:00-07:00. ორი დღე მუშაობა, ორი დღე დასვენება
ანაზღაურება: 1600 ლარი
სამუშაო ადგილი: დიღმის მასივი, მე-3 მიკრო, ევგენი მიქელაძის 9