საქმეთა მწარმოებელი
შპს "ტრასტ პოინტ კონსტრაქშენი" (www.tpc.com.ge) აქტიურად მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულებით. კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრს, რომელსაც აქვს საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე პრაქტიკული გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და შესრულებული სამუშაოების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო სამუშაოების სრული ორგანიზება და მართვა ობიექტზე;
** სამუშაოების შესრულების კონტროლი საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
** სამუშაოების ხარისხის, ვადებისა და ტექნოლოგიური პროცესების კონტროლი;
** უსაფრთხოების გეგმის შესრულება და უსაფრთხოების სპეციალისტის მითითებების დაცვა;
** მუშების, ხელოსნებისა და ქვეკონტრაქტორების სამუშაოს ორგანიზება და კონტროლი;
** სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა და დავალებების განაწილება;
** სამშენებლო მასალებისა და საჭირო რესურსების დროული მოთხოვნა;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვა და კონტროლი;
** დამკვეთთან, ინჟინრებთან, არქიტექტორებთან და ქვეკონტრაქტორებთან კოორდინაცია;
** სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
** ობიექტზე გამოვლენილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
** საოპერაციო დირექტორთან შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველდღიური ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება მშენებლობის ან სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით;
** საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო პროცესების სრულად და პრაქტიკულად ცოდნა;
** სამუშაო ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი;
** არქიტექტურული, კონსტრუქციული და ინჟინრული ნახაზების კითხვა;
** სამუშაოთა მოცულობების კალკულაცია და აზომვა.
** კანდიდატები შეირჩევიან სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულ პირებს,