კომერციული დირექტორი — პროგრესის ამერიკული სკოლა-თბილისი

პროგრესის ამერიკული სკოლა-თბილისი — ლოგო
პროგრესის ამერიკული სკოლა-თბილისი

კომერციული დირექტორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"პროგრესის ამერიკული სკოლა-თბილისი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.

კომერციული დირექტორის მთავარი მისიაა სკოლის კომერციული მართვის სისტემის განვითარება, გაყიდვების სტრატეგიის დანერგვა და სკოლის მდგრადი ზრდის უზრუნველყოფა ბაზარზე. პოზიცია პასუხისმგებელია მოსწავლეთა მოზიდვის სტრატეგიაზე, პარტნიორულ ურთიერთობებსა და კომერციული ეფექტურობის მართვაზე.

პროგრესის ამერიკული სკოლები 2002 წლიდან ქმნის განათლების თანამედროვე სტანდარტს საქართველოს 3 ქალაქში: ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში.

ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში ქართული და ამერიკული განათლება ერთიანდება - College Board-ის ავტორიზაციითა და Cognia (AdvancED)-ის აკრედიტაციით.

გახდი პროგრესის საერთაშორისო გუნდის წევრი და შეიტანე შენი წვლილი მომავლის ლიდერების განათლებაში!

სამუშაო პირობები

ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას N39

სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი (კვირაში 40 საათი)

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • კომერციული სტრატეგია: სკოლის გრძელვადიანი კომერციული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება შემოსავლების ზრდის მიზნით.
  • გაყიდვების მართვა: გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობა, KPI-ების დასახვა და შესრულების კონტროლი.
  • ბაზრის ანალიზი: ბაზრის ტენდენციების კვლევა, კონკურენტული გარემოს ანალიზი და ახალი ბიზნეს-შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
  • პარტნიორობა და ქსელი: პოტენციურ კლიენტებთან, კორპორატიულ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.
  • ფასწარმოქმნა და ბიუჯეტირება: სკოლის მომსახურების საფასო პოლიტიკის ოპტიმიზაცია და კომერციული ბიუჯეტის მართვა/ჩართულობა.
  • ანალიტიკა და რეპორტინგი: კომერციული ანგარიშგების სისტემის განვითარება, CRM-ის ეფექტიანი გამოყენება და ხელმძღვანელობისთვის პერიოდული რეპორტინგი.
  • გუნდის განვითარება: კომერციული დეპარტამენტის გუნდის მართვა, მოტივირება და მუდმივი განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ფინანსების ან მონათესავე მიმართულებით (MBA ჩაითვლება უპირატესობად).
  • გამოცდილება: მინიმუმ 5-წლიანი წარმატებული მენეჯერული გამოცდილება კომერციის, გაყიდვების ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
  • უნარ-ჩვევები:
    • სტრატეგიული ხედვა და ანალიტიკური აზროვნება;
    • მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვის უნარი;
    • CRM/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
  • ენები: ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • ლიდერული თვისებები და გუნდის მართვის ნიჭი;
  • პრობლემების ანალიზისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

2026 წლის 1 ოქტომბრამდე.