კომერციული დირექტორი — მეგარონი

მეგარონი

კომერციული დირექტორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "მეგარონი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.

სავაჭრო და ბიზნესცენტრი "მეგალაინი" უკვე 20 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.

ლოკაცია: თბილისი, რ. აგლაძის ქ. N15

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

ანაზღაურება: ინდივიდუალურად განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის გაყიდვების სტრატეგიისა და წლიური გეგმის შემუშავება და შესრულების კონტროლი
  • გაყიდვების გუნდის შექმნა, მართვა და მოტივაცია
  • გაყიდვების ფინანსური შედეგების დაგეგმვა, პროგნოზირება და ანალიზი
  • მსხვილ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების მართვა
  • ბაზრის, კონკურენტების და ტენდენციების მუდმივი ანალიზი
  • კომპანიის შემოსავლის ზრდაზე ორიენტირებული ინიციატივების შემუშავება

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის მიმართულებით)
  • უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • გუნდის წარმატებული მართვის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
  • MS Office-ის ცოდნა