ქოლცენტრის ოპერატორი
ს.ს. " ნიუ ვიჟენ დაზღვევა " აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურში, ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. სტრუქტურული ერთეული საინფორმაციო სამსახური სამუშაო ადგილი ქ. თბილისი, ე. მიქელაძის 1ბ სამუშაო განაკვეთი ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 ან 09:00-18:00 სთ. ანაზღაურება: სახელფასო განაკვეთი 800-1000 (NET) ლარი (განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად) დამატებით, გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ, დასაქმებული ჩაერთვება საბონუსე სისტემაში "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" 2020 წელს დაარსდა და წარმოადგენს ჰოლდინგის ნაწილს, რომელშიც ერთიანდება ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი", "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი", "ზარაფხანა", "ქუთაისის ტორპედო" და ა.შ. ჩვენთვის წამყვანი კორპორატიული ღირებულებაა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების კმაყოფილება, მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და განვითარება. ამასთანავე, კომპანია ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას - ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ პოტენციურ თანამშრომელს! ფუნქცია-მოვალეობები: ** საინფორმაციო სამსახურში შემოსული ზარებისათვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა (მათ შორის, დაზღვეულისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ბინაზე ექიმისა და ლაბორატორიის, 24 საათიანი ავტო ასისტანსის გამოძახება) და საჭიროების შემთხვევაში, გადამისამართება; ** დაზღვეულებისა და/ან ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პაციენტებისათვის სრულყოფილი მომსახურების გაწევის მიზნით, "ნიუ ვიჟენ დაზღვევის" სამსახურებსა და პარტნიორებთან კოორდინირებული მუშაობა/კომუნიკაცია; ** შემომავალი ზარების მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის, ჩავარდნილი ზარების იდენტიფიცირება და უკუკავშირის უზრუნველყოფა; ** შემოსული ზარების შედეგად მოწოდებული ინფორმაციისათვის სათანადო მსვლელობის მიცემა, ოფიციალური ელ-ფოსტის, სამსახურებრივი პორტალის და/ან შიდა პროგრამის საშუალებით; ** საჭიროების შემთხვევაში, სოციალური ქსელების საშუალებით შემოსულ შეტყობინებებზე უკუკავშირის დაბრუნება და/ან შესაბამის სამსახურთან გადამისამართება; ** საინფორმაციო სამსახურის საშუალებით, მომხმარებელთა პრეტენზიების და კმაყოფილების დაფიქსირება და შესაბამის სამსახურთან გადამისამართება; ** საინფორმაციო სამსახურის ოფიციალური ელ-ფოსტის და პირადი მეილის მუდმივი კონტროლი და შესაბამისი უკუკავშირის უზრუნველყოფა; ** "ნიუ ვიჟენ დაზღვევაში" და "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში" არსებული სამუშაო პრინციპების/გაიდლაინების მუდმივი მონიტორინგი და მომსახურების გაწევისას, აღნიშნული პრინციპების გათვალისწინება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელი: ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** Microsoft Office პროგრამების ცოდნა; ** ინგლისური ენის მომხმარებელთან საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. სასურველი: ** განათლება სასურველია, სამედიცინო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციის, სტომატოლოგიის და სხვა მომიჯნავე სპეციალობების მიმართულებით; ** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** სადაზღვევო სფეროში ან ქოლ-ცენტრის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. კომპეტენციები და უნარები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სტრესულ, ფორსმაჟორულ სიტუაციასთან გამკლავების უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** კონფიდენციალობის დაცვის უნარი; ** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს (მოკლე სამუშაო პარასკევი დღე, დამატებით უქმე დღე (day off) დაბადების დღეზე); ** კორპორატიულ სარგებელს (benefits) (ჯანმრთელობის დაზღვევისა და Fitpass შეთავაზება); ** კორპორატიული კულტურის განვითარებისა და გუნდში ინტეგრაციისათვის სხვადასხვა ორგანიზაციულ აქტივობებს; ** კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას (ჰორიზონტალური და ვერტიკალური კარიერული გადაადგილება).