ქოლცენტრის ოპერატორი — J&J Consulting

J&J Consulting

ქოლცენტრის ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"J&J Consulting" ქართულ ბაზარზე ოპერირებადი აქტიურად მზარდი იურიდიული კომპანიაა, რომელიც როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით სრულ იურიდიულ სერვისს სთავაზობს.

ჩვენი მუდმივი კორპორატიული კლიენტები არიან მსხვილი სამშენებლო, სამედიცინო და ფინანსური დაწესებულებები, წამყვანი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანიები და სხვა ტიპის ქართული, თუ საერთაშორისო კომპანიები. დარგის წამყვანი სპეციალისტების მეშვეობით სამართლებრივი ტრენინგების სისტემატიური გამართვის გზით კომპანია მუდმივად უზრუნველყოფს დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას, რათა კონტრაქტორებისათვის გასაწევი იურიდიული მომსახურება გამოირჩეოდეს მაღალი ხარისხით.

"J&J Consulting" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

** ადგილმდებარეობა: თბილისი-"Tiflis Business Center"/ შესაძლებელია დისტანციურ რეჟიმშიც;
** სამუშაო განაკვეთი: შესაძლებელია როგორც სრულ ისე ნახევარ განაკვეთზე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული და დამატებით ბონუსი ყოველი წარმატებული ქეისიდან;

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან დღიურად 250 გამავალი სატელეფონო ზარის განხორციელება;
** პოტენციური კლიენტებისათვის კომპანიის სერვისების შეთავაზება;
** განხორციელებული სატელეფონო ზარების აღრიცხვა და სისტემატიზაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ