კოლექციის კურატორი
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას ცოცხალი კოლექციების განყოფილებაში კოლექციის კურატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში)
ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30, შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: 1,920 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)*
*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.
ფუნქციები:
- ბონსაია კოლექციის კურირების, დაცვის, შენარჩუნების, და შევსება-განახლების სამუშაოების დაგეგმვა და წარმართვა;
- კოლექციის სახეობრივი და ტაქსონომიური შემადგენლობის სისტემატიური აღრიცხვიანობის, დაცვისა და შენარჩუნების, შევსებისა და განახლების დაგეგმვა და უზრუნველყოფა;
- მცენარეთა დაცვის ჯგუფთან კოორდინირებით ბონსაის კოლექციის მავნებლებისა და დაავადებების რეგულარული მონიტორინგსა და საველე კვლევებში და პროფილაქტიკურ თუ მავნებელ დაავადებათა კონტროლის ღონისძიებებში ჩართულობა;
- ბონსაის კოლექციის მცენარეთა შესწავლა-შევსება და მათი კონსერვაცია;
- ბოტანიკურ ბაღში ინტროდუქციის, საჩვენებელი, ბოტანიკური და საკონსერვაციო კოლექციების გამდიდრების მიზნით მცენარეთა სახეობების შერჩევის სამუშაოებში მონაწილეობა;
- ბონსაის კოლექციის პერიოდული ინვენტარიზაცია, დოკუმენტირება, ეტიკეტირება და საინტერპრეტაციო მასალების მომზადება;
- ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ პროგრამებში ჩართულობა, ამ პროექტებისათვის კოლექციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი ბოტანიკის, ჰორტიკულტურის, აგრარული მეცნიერებების, ლანდშაფტის დიზანის მიმართულებით. შესაბამის სფეროში მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად;
- მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სარეკომენდაციო წერილი);
- ბოტანიკისა და ჰორტიკულტურისა საბაზისო პრინციპების ცოდნა;
- მცენარეთა კლასიკური და თანამედროვე სარკვევებისა და ონლაინ ბაზებისა და სპეციალური ლიტერატურის გამოყენების უნარ-ჩვევები;
- ინგლისური ენის (B1-B2) დონეზე ცოდნა;
- MS Office ცოდნა.
უნარები:
- აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
- გუნდური მუშაობის უნარი.
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- პასუხისმგებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.
შერჩევის მეთოდები:
- სატელეფონო გასაუბრება;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა: 05.07.2026
გაცნობებთ, რომ ა (ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.