კლინიკური კოორდინატორი — ანნა მეტრეველის სტომატოლოგიური ცენტრი

ანნა მეტრეველის სტომატოლოგიური ცენტრი

კლინიკური კოორდინატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"ანნა მეტრეველის სტომატოლოგიური ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკური კოორდინატორის პოზიციაზე.

თუ გსურთ შემოუერთდეთ პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს, იმუშაოთ თანამედროვე და კომფორტულ გარემოში და ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებს, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.

ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და ლიდერული უნარების მქონე თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკური პროცესების გამართულ მართვას, ასისტენტების კოორდინაციას და სტერილიზაციის მაღალი სტანდარტების კონტროლს.

ძირითადი მოვალეობები:

** სტომატოლოგის ასისტენტების გუნდის მართვა და კოორდინაცია
** სტერილიზაციის პროცესებისა და პროტოკოლების კონტროლი
** კაბინეტების მზადყოფნის მონიტორინგი
** ექიმებისა და ასისტენტების სამუშაო პროცესის ორგანიზება
** სამედიცინო ინვენტარისა და მასალების კონტროლი
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
** ახალი თანამშრომლების გადამზადებაში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება სტომატოლოგიაში ან სამედიცინო სპეციალიზებული განათლება, პროფესია — ექთანი/მედდა
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობისა და ლიდერული უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

სამუშაო საათები:

** სრული განაკვეთი — კვირაში 5 სამუშაო დღე, დღეში 8 სამუშაო საათი (დღეები და საათები შეთანხმებით)