კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი — გიანთი მოტორსი

გიანთი მოტორსი

კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

გიანთი მოტორსი წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების სერვის-ცენტრს, რომელიც 2017 წელს დაარსდა და მომხმარებელს სატვირთო ავტომობილების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებას სთავაზობს.

კომპანია ფართოვდება და შესაბამისად იზრდება თანამშრომლების რაოდენობაც.

ამჯერად ვეძებთ კლიენტთა მომსახურების სპეციალისტს.

პირობები:

  • სამუშაო დრო: 09:00-დან 18:00 სთ-მდე, შაბათი: 09:00-14:00
  • სამუშაო ადგილი: ლილოს მიმდებარე ტერიტორია
  • ხელფასი: ხელზე ასაღები 1500 ლარი + ბონუსები

გახსნილი ვართ ნებისმიერი მოთხოვნისთვის, გამოცდილების გათვალისწინებით.

თანამდებობრივი ვალდებულებები:

  • კლიენტის მიღება, საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ნაწილების შეთავაზება;
  • კლიენტის მოთხოვნის მიხედვით მარაგების გადამოწმება და შეკვეთის გაფორმება;
  • საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმება;
  • საწყობში არსებული ნაწილების მარაგების პერიოდული კონტროლი. მარაგების შემცირების ან ამოწურვის შემთხვევაში ინფორმაციის დროული მიწოდება შესყიდვების მენეჯერისთვის;
  • კლიენტის მოთხოვნის მიხედვით, ისეთი ნაწილების იდენტიფიცირება, რომელიც კომპანიას არ აქვს შეთავაზებაში. შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება შესყიდვების მენეჯერისთვის;
  • კლიენტებთან რეგულარული კონტაქტის შენარჩუნება, მათი საჭიროებების მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი ნაწილების შეთავაზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური/რუსული - საბაზისო დონე;
  • საოფისე პროგრამებთან საბაზისო მუშაობის უნარი;
  • სასურველია ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ