ხელოვნების მასწავლებელი
"მწვანე სკოლის" ტყის კამპუსი ეძებს ხელოვნების მასწავლებელს, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება შემოქმედებითი უნარების განვითარებაში და მათთვის შთამაგონებელ, თავისუფალ და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს შექმნის.
ძირითადი მოვალეობები:
- ხელოვნების გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის
- მოსწავლეების შემოქმედებითი და ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებაზე ზრუნვა
- სხვადასხვა ტექნიკისა და ვიზუალური ხელოვნების მიმართულებების გაცნობა
- პროექტებისა და გამოფენების ორგანიზება
- სასწავლო პროცესში თანამედროვე და ინტერაქციული მეთოდების გამოყენება
- უსაფრთხო, პოზიტიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ხელოვნების, დიზაინის ან შესაბამის სფეროში
- პედაგოგიური გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება
- კრეატიულობა, კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
- ბუნებასთან ახლოს არსებულ თანამედროვე კამპუსს
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
- სრულ განაკვეთზე სამუშაოს.