ხელოსანი(იზოლაციები)
შპს ბაუსერვისი აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე, კერძოდ ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებს. სამუშაო მოიცავს მემბრანული ტიპის მასალის მოწყობას ფუნდამენტის ფილებზე, კედლებზე და სახურავებზე. სამუშაო არის სუფთა და არ არის მძიმე.
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ანაზღაურება:
- პირველი სამი თვე (სწავლების პერიოდში): 1500 ლარი
- სამი თვის შემდეგ: 1800 + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. კვირა დღის მუშაობის შემთხვევაში, ანაზღაურდება ზეგანაკვეთურით, რაც მოიცავს დამატებით ფიქსირებულ 100 ლარს დღეზე. ასევე, თუ მოხდება ქალაქგარეთ გასვლა პროექტებზე, ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია, ხოლო დასაქმებული მიიღებს სამივლინებო ანაზღაურებას დღიურად.
ოფიციალური დასვენების დღეები ანაზღაურებადია. ობიექტური მიზეზების გამო (უამინდობა), თუ სამუშაო გაჩერდა, ეს არ აისახება ფიქსირებულ ხელფასზე.
მოვალეობები:
- სამშენებლო პროექტებზე საიზოლაციო სამუშაოების შესრულება;
- სამუშაოს დასრულების შემდეგ დანადგარების გამორთულ და თავდახურულ სუფთა მდგომარეობაში შენახვა;
- სამუშაო არეალის მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება-დატოვება;
- უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა;
- პირადი დამცავი აღჭურვილობების გამოყენება (ჩაფხუტი, სპეც ფეხსაცმელი, ჟილეტი);
- სამუშაოს დაწყებისას სამშენებლო მოედანზე დროული გამოცხადება;
- სამუშაოთა მწარმოებლისგან მიღებული დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
- საბანკო ანგარიში;
- მართვის მოწმობა (მექანიკა).
უპირატესობები:
- პასუხისმგებლობიანი;
- შრომისმოყვარე;
- პუნქტუალური.