ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი — ევროპის უნივერსიტეტი

ევროპის უნივერსიტეტი — ლოგო
ევროპის უნივერსიტეტი

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი 76;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული;
  • სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი.

შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:

  • 1. რეზიუმეების გადარჩევა;
  • 2. ინდივიდუალური გასაუბრება.

ძირითადი მოვალეობები:

  • შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან/თანამდებობის პირებთან ერთად, უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასების ეფექტიანი და გამჭვირვალე მექანიზმების შემუშავება;
  • უნივერსიტეტის შეუფერხებელი და ეფექტიანი საქმიანობის მიზნით, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვა და განხორციელების ხელშეწყობა;
  • შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, ავტორიზაციისა და აკრედიტაციისთვის თვითშეფასების პროცესის ხელმძღვანელობა;
  • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრთან ერთად აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროდუქტიულობის/ეფექტურობის შეფასების სისტემის შემუშავება და შეფასების განხორციელებაში მონაწილეობა;
  • შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით, აკადემიური/მოწვეული პერსონალის აკადემიური საქმიანობის ეფექტიანი შეფასების სისტემის შემუშავება და განხორციელება;
  • ავტორიზაცია/აკრედიტაციის მოთხოვნებისა და ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების შესაბამისად განხორციელებული ანალიზის საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამების განახლების ან/და მის განხორციელებასთან დაკავშირებული საჭიროებების შეფასება, ფაკულტეტებთან თანამშრომლობა საჭირო ცვლილებების განხორციელების მიზნით;
  • საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ეტაპზე საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი აქტივობების განხორციელება;
  • ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილებების შეტანის, პროგრამის განახლების ან ახალი პროგრამის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება და მმართველის საბჭოსთვის შესაბამისი დასკვნის მომზადება;
  • უნივერსიტეტში ხარისხის კულტურის დანერგვის ხელშეწყობა;
  • რეკომენდაციების შემუშავება განხორციელებული შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის/თანამდებობის პირებისთვის წარდგენა, სტრუქტურული ერთეულების მიერ რეკომენდაციების საპასუხოდ განხორციელებული რეაგირებების შეფასება, ან/და დაგეგმილი რეაგირებების შესრულების მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი რეკომენდაციების გაზიარება;
  • თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება არანაკლებ მაგისტრის ხარისხი;
  • 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხარისხის განვითარების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
  • ინგლისური ენა - B2 დონე (მეტყველება, წერა).

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების უნარი;
  • დელეგირების უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • ორგანიზებულობა;
  • სტრესის მართვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • სისტემური აზროვნების და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაცია;
  • ემპათია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 17 სექტემბერი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ