ხარისხის დირექტორი- ბათუმი
სს "ვიანი" "მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის დირექტორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
- ჰოსპიტალში ხარისხის მართვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესება;
- ჰოსპიტლის სტრატეგიული მიზნების შესაბამისად ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების განვითარების სტრატეგიის, წლიური მიზნებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
- ხარისხის მართვის, კლინიკური ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების პოლიტიკების და პროცედურების შემუშავება, დანერგვისა და პერიოდული განახლების კოორდინაცია;
- ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების ინდიკატორების განსაზღვრა, მონაცემების სისტემური მონიტორინგი, ანალიზი და მმართველი რგოლისთვის შედეგების წარდგენა;
- კლინიკური და არაკლინიკური რისკების იდენტიფიცირების, შეფასებისა და მართვის პროცესის კოორდინაცია;
- ინციდენტების, არასასურველი მოვლენებისა და "near miss" შემთხვევების რეგისტრაციის, ანალიზისა და შესაბამისი მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების კონტროლი;
- შიდა აუდიტების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია, გამოვლენილი შეუსაბამობების მართვა და მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი;
- ჰოსპიტლის აკრედიტაციისა და ხარისხის საერთაშორისო/ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის პროცესის კოორდინაცია;
- ჰოსპიტლის მენეჯმენტთან და კლინიკურ გუნდებთან თანამშრომლობით სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება, მიზეზების ანალიზი და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება;
- პაციენტთა საჩივრებისა და უკუკავშირის შედეგების ანალიზში მონაწილეობა და ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის ხარისხისა და დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგის კოორდინაცია;
- დაქვემდებარებული გუნდის მართვა, ფუნქციების ეფექტიანი განაწილება, თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და შედეგიანობის მხარდაჭერა;
- სამედიცინო საქმიანობასთან, ხარისხსა და პაციენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების მონიტორინგი, შესაბამისი ცვლილებების დანერგვის კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;
- კომპეტენციის ფარგლებში მარეგულირებელ, მაკონტროლებელ და აკრედიტაციის ორგანოებთან თანამშრომლობა და შესაბამისი შეფასებების/შემოწმებების პროცესის კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სავალდებულოა უმაღლესი განათლება მედიცინის ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. სასურველია სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში;
- მენეჯერულ პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში
აუცილებელი ცოდნა
- საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მოქმედი საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნები; საერთაშორისო ხარისხისა და აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნას ენიჭება უპირატესობა.
- ხარისხის მართვისა და პაციენტის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები;
- ხარისხის ინდიკატორების შემუშავების, მონიტორინგისა და მონაცემთა ანალიზი;
- რისკების მართვის, ინციდენტების ანალიზისა და მაკორექტირებელი/პრევენციული ღონისძიებების (CAPA) დაგეგმვის პრინციპები;
- შიდა აუდიტისა და პროცესების შეფასების მეთოდოლოგია;
- ინგლისური ენის ცოდნა პროფესიული დოკუმენტაციის გამოყენების დონეზე;
- MS Office პროგრამები.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები
- თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ლიდერობისა და ცვლილებების მართვის უნარი;
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- პრობლემის სისტემური ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაცია და გავლენის მოხდენის უნარი;
- შედეგზე ორიენტაცია;
- დეტალებზე ორიენტაცია და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ
- განვითარების და მუდმივი სწავლის შესაძლებლობას;
- თანამშრომლისთვის სპეციალურ პირობებს ჰოსპიტლის ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე;
- სპეციალურ ფასდაკლებებს სააფთიაქო ქსელში (ჯიპისი და ფარმადეპო);
- "იმედი L"-ის ჯანმრთელობის დაზღვევას.