კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი — მიჰაუსი

მიჰაუსი

კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი

₾1500 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

"მიჰაუსი" - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. "მიჰაუსი" მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოსა და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო ასორტიმენტს, ცნობილ და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, ასევე პროდუქციას მისაღებ ფასად.

სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ჰუალინგ პლაზა, ვაზისუბანი;

ანაზღაურება: 1500 ლარი (NET);

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა: პოტენციური პარტნიორების ბაზის შექმნა, ანალიზი და ასორტიმენტის შერჩევაში მონაწილეობა.
  • მარკეტინგული მხარდაჭერა: კატალოგების, სააქციო და საინფორმაციო მასალების დამუშავებაში მონაწილეობა.
  • ადმინისტრირება: კატეგორიის მენეჯერის მიმდინარე ოპერაციული საქმიანობის მხარდაჭერა და ანგარიშგება.
  • 1C პროგრამის ადმინისტრირება: პროგრამულ უზრუნველყოფაში (1C) ნომენკლატურების შექმნა/მართვა და მომწოდებლებისგან შემოსული შეკვეთების ოპერატიული დამუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2);
  • Microsoft Office (Word, Excel).
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ