კატეგორიის განვითარების მენეჯერი
ჩვენი ისტორია 1998 წელს დაიწყო. კომპანიის პირველი ნაბიჯები ხორცპროდუქტების წარმოებას უკავშირდება, თუმცა წლების განმავლობაში განვითარების შედეგად ჩამოვყალიბდით მრავალპროფილურ ბიზნეს ჯგუფად.
დღეს, NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) წარმოადგენს საქართველოში მოქმედ მრავალპროფილურ საინვესტიციო და მმართველობით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს წამყვან კომპანიებს კვების წარმოების, რითეილის, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში.
ჩვენი მისიაა ღია და სანდო პარტნიორობაზე დაფუძნებული ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს შვილობილი კომპანიების გრძელვადიან განვითარებას და ქმნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ღირებულებებს.
NMG ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ჯგუფში, დღეს, 10 000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს და კომპანიის განვითარებასთან ერთად ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.
ჩვენ ვქმნით მდგრად, ღირებულებებზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს, სადაც თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
თუ ეძებ შესაძლებლობას, იმუშაო სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში, სადაც ფასდება პროფესიონალიზმი, ინოვაცია და ცოდნის მუდმივი გაღრმავება - შემოგვიერთდი. თანამშრომელი - ჩვენი ძირითადი ღირებულებაა.
სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" შვილობილი კომპანია შპს "პარტნიორი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე თევზეულის კატეგორიაზე.
თუ გაქვს ორგანიზებულ ქსელებთან (Key Accounts) მუშაობის გამოცდილება და გსურს პროდუქტის ბაზარზე განვითარებაზე ზრუნვა, შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქრების ქუჩა;
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა);
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ქსელებთან ურთიერთობა (Key Accounts): ორგანიზებულ ქსელებთან მოლაპარაკებების წარმოება, გრძელვადიანი თანამშრომლობის შენარჩუნება და გაყიდვების გეგმის შესრულება;
- ასორტიმენტის მართვა: თევზეულის კატეგორიის მართვა და ახალი პროდუქტების ქსელებში ინტეგრაცია (ლისტინგი);
- პრომო აქტივობები: ქსელებთან ერთად ფასდაკლებებისა და აქციების დაგეგმვა, შედეგების მონიტორინგი;
- ხილვადობის გაზრდა: პროდუქციის თაროზე განაწილების (მერჩენდაიზინგის) სტანდარტების კონტროლი და თაროს წილის მაქსიმიზაცია;
- მარაგების კონტროლი: ქსელებში პროდუქციის ნაშთების კონტროლი და მიწოდების წყვეტის პრევენცია;
- ბაზრის მონიტორინგი: კონკურენტების აქტივობებისა და ფასების ანალიზი ლოკალურ ბაზარზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება Key Account მენეჯერის, კატეგორიის მენეჯერის ან გაყიდვების მართვის მიმართულებით (FMCG/სურსათის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- ორგანიზებულ ქსელებთან მუშაობის სპეციფიკისა და სტრუქტურის ცოდნა;
- მოლაპარაკებების წარმართვის, დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- Excel-ის პრაქტიკულ დონეზე ცოდნა;
- სასურველი ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.