ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი — მწვანე სკოლა

მწვანე სკოლა

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

მწვანე სკოლის ტყის კამპუსი აცხადებს ვაკანსიას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და პროფესიონალ კანდიდატს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან მუშაობა და შეუძლია თანამედროვე სწავლების მეთოდების ეფექტურად გამოყენება.

ძირითადი მოვალეობები:

  • ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში;
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;
  • მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის შეფასება და მონიტორინგი;
  • შემოქმედებითი და ინტერაქტიული გაკვეთილების ჩატარება;
  • მშობლებთან და ადმინისტრაციასთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • სასკოლო ღონისძიებებსა და პროექტებში აქტიური მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით.
  • სასურველია მასწავლებლის სერტიფიკატი;
  • სკოლაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • თანამედროვე სასწავლო მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • სრულ ან ნაწილობრივ სამუშაო განაკვეთს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე, სამოტივაციო წერილი (სურვილის შემთხვევაში); შესაბამისი სერტიფიკატები ელ.ფოსტაზე: hr@greenschool.edu.ge