Setanta Bet
HC ადმინისტრაციის მენეჯერი
შეთანხმებით
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
პოზიცია: HC ადმინისტრაციის მენეჯერი
ლოკაცია: თბილისი (სასტუმრო "სტამბა", კოსტავას #14)
სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (კვირაში 1 დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობით)
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის სტრატეგიული და საოპერაციო მიზნების ანალიზი და ადმინისტრაციული საჭიროებების იდენტიფიცირება, შესაბამისად შრომითი ხელშეკრულებების შაბლონების და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, ამისათვის იურიდიულ დეპარტამენტთან თანამშრომლობა.
- არსებული ადმინისტრაციული პროცესების დაცვა, განახლება, გაუმჯობესება საოპერაციო საჭიროებების შესაბამისად. თანამშრომლის დანიშვნა, გათავისუფლება, თანამდებობრივი და სახელფასო ცვლილებების, სამუშაოს შეთავსების და სხვა ადმინისტრაციული პროცესების აღსრულება, აღნიშნულისათვის სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა.
- შრომითი ხელშეკრულებების შექმნა, ხელმოწერის უზრუნველყოფა; განახლება და ვადების მართვა.
- თანამშრომელთათვის შინაგანაწესის და სხვა პოლიტიკის დოკუმენტების გაცნობის უზრუნველყოფა.
- ოპერაციების მართვის სისტემაში ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა.
- ყველა ტიპის შვებულებების აღრიცხვა (მათ შორის დეკრეტული შვებულების შესაბამისი დოკუმენტების მომზადება), თანამშრომლებთან და მენეჯერებთან კომუნიკაცია შვებულების დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფისთვის.
- ცნობებისა და სარეკომენდაციო წერილების კოორდინირება და გაცემა.
- დოკუმენტების აღრიცხვა და კონტროლი.
- თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვა.
- თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვა და ტაბელის წარმოება, ამისათვის მენეჯერებთან თანამშრომლობა და თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
- თანამშრომლებთან და მენეჯერებთან კომუნიკაცია, კონსულტაციის გაწევა და რეკომენდაციების მიცემა მათი საჭიროებების უზრუნველყოფისათვის.
- HC დეპარტამენტის პროექტებში მონაწილეობის მიღება საკუთარი როლისა და კომპეტენციის ფარგლებში.
კომპეტენციები და უნარები:
- ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში ან ადამიანური რესურსების მართვაში.
- ადამიანური რესურსების ადმინისტრირების მიმართულებით 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
- შრომითი კოდექსისა და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო და მარეგულირებელი დოკუმენტების ცოდნა და რეალურ შემთხვევებში გამოყენების უნარი.
- Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
- ადმინისტრაციული პროცესებისა და დოკუმენტაციის მართვის ცოდნა.
- ინგლისურ ენაზე პროფესიული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი.