შესყიდვების სპეციალისტი — Hash Bank

Hash Bank — ლოგო
Hash Bank

შესყიდვების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

HashBank არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან;
  • Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე;
  • Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის;
  • განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში;
  • ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
  • საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-19:00სთ.
  • ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.

ძირითადი ფუნქციები:

  • კომპანიის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესყიდვების დაგეგმვა ბაზრის კვლევა;
  • მომწოდებლების მოძიება/შეფასება კომერციული შეთავაზებების მიღება, შედარება და ანალიზი;
  • მოლაპარაკებების წარმოება ფასზე, ვადებზე და პირობებზე;
  • შესყიდვების შეკვეთების მომზადება და კონტროლი;
  • ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მონიტორინგი;
  • მიწოდების პროცესის კონტროლი და ვადების დაცვა;
  • შიდა დეპარტამენტებთან კოორდინაცია (ფინანსები, იურიდიული და სხვა);
  • მომწოდებლების შესრულების შეფასება (performance evaluation);
  • რისკების იდენტიფიცირება და შემცირების ღონისძიებების დაგეგმვა;
  • შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება და არქივირება;
  • კომპანიის პოლიტიკებისა და პროცედურების დაცვა;

ცოდნა და გამოცდილება:

  • უმაღლესი განათლება (ბიზნესი, ეკონომიკა, ლოგისტიკა ან შესაბამისი სფერო);
  • მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება შესყიდვებში;
  • ინგლისური ენის ცოდნა (საშუალო ან მაღალი დონე);
  • MS Office (განსაკუთრებით Excel) კარგი ცოდნა;

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა უნარი;
  • ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია;
  • მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
  • დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.