კარატეს კლუბის მასწავლებელი
შვეიცარიული სკოლა თბილისში აცხადებს კარატეს კლუბის მასწავლებლის ვაკანსიას კლასგარეშე აქტივობების პროგრამის ფარგლებში. სკოლა გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო გარემოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
ლოკაცია: თბილისი, ც. დადიანი ქუჩა N30
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი
სამუშაოს აღწერა:
- უძღვება I-VI კლასების მოსწავლეთა კარატეს კლუბს, კლასგარეშე აქტივობების პროგრამის ფარგლებში;
- ამზადებს და ატარებს ასაკის შესაბამის, უსაფრთხო და მრავალფეროვან სავარჯიშო გაკვეთილებს;
- ასწავლის მოსწავლეებს კარატეს საბაზისო ტექნიკას, თვითდისციპლინას, სხეულის კონტროლსა და კონცენტრაციას;
- ზრუნავს მოსწავლეებში სპორტული ეთიკის, პატივისცემისა და თანატოლებთან სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე;
- სასწავლო წლის ბოლოს ან საჭიროებისამებრ ორგანიზებას უწევს ღია გაკვეთილს/დემონსტრაციას მშობლებისა და სკოლის საზოგადოებისთვის;
- უზრუნველყოფს გაკვეთილების დროს მოსწავლეთა უსაფრთხოებას და ვარჯიშისთვის საჭირო ინვენტარის გამართულობას;
- აწარმოებს დასწრების აღრიცხვასა და საჭირო დოკუმენტაციას.
პოზიციისთვის აუცილებელი მოთხოვნები:
- პროფესიული განათლება ან დადასტურებული გამოცდილება საბრძოლო ხელოვნების/კარატეს სფეროში;
- შესაბამისი სერტიფიკატი ან დანი (სასურველია);
- ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- კომუნიკაბელურობა, მოთმინება და ინდივიდუალური მიდგომის უნარი.
შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.