კამერების მონიტორინგის სპეციალისტი
შპს "ექსპრეს ქსელი" აცხადებს ვაკანსიას კამერების მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
შპს "ექსპრეს ქსელი" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც მოიცავს 100-მდე ფილიალს საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და თანამშრომლებისათვის კონკურენტუნარიან სამუშაო პირობების შექმნაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სახელფასო რეინჯი: პირველი თვე 1100 ლარი, მეორე თვიდან 1200 ლარი. (net).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, თვეში 2 შაბათი 10:00-14:00
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- სავაჭრო ობიექტების სრული ვიდეომონიტორინგი, ხარვეზების აღმოჩენა, დროულად რეაგირება და ობიექტზე პასუხისმგებელი პირისა და უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- ჩართულ კამერებთან მუშაობა, ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი;
- წესრიგის დამრღვევი ან დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება და რეაგირება უფლებამოსილების ფარგლებში;
- თანამშრომლების დისციპლინის, სამუშაო გრაფიკის და სამუშაო სტანდარტების კონტროლი კომპანიის შინაგანაწესისა და სტანდარტების შესაბამისად;
- ფილიალებთან სატელეფონო კომუნიკაცია და მათთვის საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდება;
- უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშის წარდგენა;
ძირითადი მოთხოვნები: მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოციდლება.
პიროვნული მახასიათებლები:
- სწრაფად ადაპტაციის უნარი;
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
- კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
- თავაზიანი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მზარდ ანაზღაურებას
- სტაბილურ და მართლა მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კორპორატიულ დაზღვევას
- კორპორატიულ ნომერს