KA მენეჯერი
სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია შპს " კანტი " აცხადებს ვაკანსიას KA მენეჯერის პოზიციაზე. პოზიცია: Key Account (KA) მენეჯერი ანაზღაურება: 2500 ლარი ფიქსირებული + ყოველთვიური 1000-ლარიანი საბონუსე ფონდი (გაყიდვებიდან გამომდინარე) სამუშაო ლოკაცია: გლდანი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 (პარასკევი 17:00-მდე) პოზიციის მიზანი: ქსელურ პარტნიორებთან ეფექტური ურთიერთობის მართვა, გაყიდვების ზრდა, ასორტიმენტის განვითარება და სააქციო აქტივობების ეფექტური დაგეგმვა/კონტროლი. ძირითადი მოვალეობები: ** გაყიდვების გეგმის შესრულება და ასორტიმენტის მართვა ** ქსელურ პარტნიორებთან კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება და სიტუაციის გაუმჯობესება ** ფასების, კონკურენტების და მარკეტინგული დანახარჯების მონიტორინგი/კონტროლი ** ელექტრონული შეკვეთების მართვა და პრომო დაგეგმარებაში ჩართულობა ** ახალი ასორტიმენტის შეთავაზება/რეგისტრაცია და გაყიდვების ზრდისთვის იდეების გენერირება ** სააქციო შეთავაზებების დაგეგმვა, დამატებითი განლაგებების მოთხოვნა და ბიუჯეტის კონტროლი ** საოპერატოროსთან, აგენტებთან და მერჩენდაიზერებთან კოორდინაცია ** პლანოგრამებისა და საჭირო ექსელის ფაილების მომზადება ქსელების ფორმატების მიხედვით ** რეპორტინგი (სააქციო, თვიური, ანალიტიკური, ბრენდ მენეჯერებთან) ** ფინანსური კონტროლი: ანგარიშები, კრედიტ-ნოტები, დავალიანებები, გადახდების ვადები ** ობიექტების რეგულარული შემოწმება და დოკუმენტაციის წარმოება