ჯგუფის უფროსი — ელმონტაჟი

ელმონტაჟი

ჯგუფის უფროსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ელმონტაჟი" აცხადებს ვაკანსიას ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვანის ქ. 5

სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 09:00-18:00 სთ

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა

ანაზღაურება: გამოცდილების გათვალისწინებით

ძირითადი მოვალეობები:

  • სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის სამუშაოების განაწილება და შესრულების პროცესის ორგანიზება;
  • ობიექტზე ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების კოორდინაცია და კონტროლი;
  • ტექნიკური დოკუმენტაციისა და საპროექტო მოთხოვნების შესაბამისი სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და დადგენილი ვადების კონტროლი;
  • ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების ტექნიკური ნორმებისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
  • სამუშაოებისთვის საჭირო მასალების, ხელსაწყოებისა და სხვა რესურსების საჭიროების განსაზღვრა და დროული მოთხოვნის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო პროცესში წარმოშობილი ტექნიკური საკითხებისა და შეფერხებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირის დროული ინფორმირება;
  • შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციისა და ანგარიშგების წარდგენა პროექტის კოორდინატორისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება:

  • სასურველია პროფესიული ან ტექნიკური განათლება ელექტრო მიმართულებით;
  • ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმების ცოდნა.

გამოცდილება:

  • ელექტრო-სამონტაჟო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება;
  • სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობის ან კოორდინაციის გამოცდილება;
  • ელექტრო მოწყობილობებისა და სისტემების მონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება.

უნარები:

  • გუნდის მართვისა და სამუშაოების ეფექტურად ორგანიზების უნარი;
  • ტექნიკური აზროვნება და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და პროცესების მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კარიერული ზრდისა და დაწინაურების შესაძლებლობას.