ჯგუფის ხელმძღვანელი
სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი "აისი" აცხადებს ვაკანსიას ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის სახელმწიფო ქვეპროგრამის ფარგლებში.
ცენტრი "აისი" დაფუძნდა 2001 წელს და ემსახურება ინტელექტუალური სფეროს დარღვევის მქონე შშმ პირებს 2 პროგრამის ფარგლებში 6-18 წლამდე და 18-45+ ასაკის ბენეფიციარებთან.
ვაკანტური ადგილი: 1
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბენეფიციართა პორტფოლიოს და პირადი საქმის წარმოება;
- ბენეფიციართა ეტაპობრივ შეფასებაში მონაწილეობა მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად;
- ბენეფიციარებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა;
- ჯგუფის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება, ყოველდღიური აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- ბენეფიციარების მშობლებთან ურთიერთობა ყოველდღიურ საკითხებზე საჭიროებისამებრ, მათი აქტიური ჩართვა მშობლის ჩართულობის გეგმის შესრულებაში;
- ჯგუფის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება;
- ჯგუფის გასვლითი აქტივობების/ღონისძიებების დაგეგმვასა და წარმართვაში მონაწილეობა.
- ბენეფიციარზე ზრუნვა ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად;
კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება შესაბამის ან მომიჯნავე სფეროში (პედაგოგი, ინკლუზიური განათლება, სპეციალური პედაგოგი, სოციალური მუშაობა, ფსიქოლოგია) და/ან შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სპეციალური პედაგოგის, შშმ პირთან მუშაობის და ა.შ.);
- სასურველია შშმ პირებთან ან/და ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Google Suite);
საჭირო უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი - 10:00 - 16:00
მისამართი: ალექსანდრე მანაგაძის 21, 0101, ავჭალა, თბილისი
ცენტრის გვერდი: https://www.facebook.com/aisi.ge