ჯგუფის ხაზინის მენეჯერი
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ჯგუფის ხაზინის მენეჯერის პოზიციაზე.
ინდუსტრია: რითეილი/საცალო ვაჭრობა
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00
სუბორდინაცია: პოზიცია ანგარიშვალდებულია ჯგუფის CFO-სთან და ჯგუფის ხაზინის ხელმძღვანელთან.
დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ჯგუფის ნაწილს, რომელიც ოპერირებს საცალო ვაჭრობის სექტორში და მართავს არაერთ ცნობილ საერთაშორისო ბრენდს 8 ქვეყანაში საქართველოს ჩათვლით. ორგანიზაცია გამოირჩევა დინამიკური სამუშაო გარემოთი, მაღალი ოპერაციული სტანდარტებითა და საერთაშორისო კორპორაციული მართვის პრაქტიკებით. კომპანია აქტიურად არის ორიენტირებული ბიზნესის განვითარებაზე, ინოვაციებზე და თანამშრომლების პროფესიულ ზრდაზე.
პოზიციის აღწერა
პოზიცია პასუხისმგებელია ჯგუფის საერთაშორისო ხაზინის (Treasury) ოპერაციების კოორდინაციასა და მართვაზე, მათ შორის ფულადი ნაკადების პროგნოზირებაზე, საბანკო ანგარიშების სტრუქტურის ოპტიმიზაციაზე, ჯგუფშიდა დაფინანსებისა და დივიდენდების პროცესების მხარდაჭერაზე. როლი უზრუნველყოფს საერთაშორისო ფინანსურ გუნდებთან და საბანკო პარტნიორებთან ეფექტიან თანამშრომლობას, საბრუნავი კაპიტალის ინსტრუმენტების მართვასა და SWIFT/TMS სისტემების დანერგვისა და ფუნქციონირების კოორდინაციას.
ძირითადი ამოცანები:
- საერთაშორისო საბანკო ანგარიშების სტრუქტურის ანალიზი და ოპტიმიზაცია, ჯგუფის საბანკო პარტნიორებთან შესაბამისი სამიზნე სტრუქტურის განსაზღვრა, ასევე ანგარიშების დახურვისა და კონსოლიდაციის პროცესების კოორდინაცია სხვადასხვა ბაზარზე
- ჯგუფის წევრებისგან 13-კვირიანი მოძრავი ფულადი ნაკადების პროგნოზისთვის ინფორმაციის შეგროვებისა, ქვეყნების ფინანსურ გუნდებთან თანამშრომლობა, მონაცემების ვალიდაცია და უშუალო ხელმძღვანელთან ერთად ინფორმაციის კონსოლიდაცია და ანალიზი
- საერთაშორისო კომპანიებიდან ჯგუფში დივიდენდების რეპატრიაციის პროცესის კოორდინაცია, ვადებთან, საგადასახადო და მარეგულირებელ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა
- საერთაშორისო ხაზინის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა უფლებამოსილების დელეგირების (Delegation of Authority - DoA) წესებთან; პროცესებისა და დოკუმენტების ჯგუფის ხაზინის პოლიტიკებთან შესაბამისობით მართვა
- ჯგუფშიდა სესხების რეესტრისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; საგადასახადო და იურიდიულ გუნდებთან თანამშრომლობა ტრანსფერული ფასების (Transfer Pricing) მოთხოვნებთან შესაბამისობის, ფასების პერიოდული გადახედვისა და მარეგულირებელი ანგარიშგების მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით
- საერთაშორისო ბაზრებზე საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების ინსტრუმენტების (საბანკო გარანტიები (BG), Standby Letter of Credit (SBLC), ფინანსური გარანტიები და საჭიროების შემთხვევაში დაფინანსებული საკრედიტო ხაზები) მოლაპარაკებების, სტრუქტურირების, დოკუმენტაციისა და მართვის პროცესის ხელმძღვანელობა; პირობების, ფასების, კოვენანტებისა და განახლებების მართვა
- საერთაშორისო საბანკო პარტნიორებთან თანამშრომლობით SWIFT კავშირისა და ხაზინის მართვის სისტემების (Treasury Management System - TMS) დანერგვის პროცესის ხელმძღვანელობა; ტექნიკური ინტეგრაციის, ტესტირებისა და სისტემის ამოქმედების უზრუნველყოფა
- ყოველდღიური თანამშრომლობა ჯგუფის ხაზინის ხელმძღვანელთან და ხაზინის გუნდთან, ასევე ფუნქციური ურთიერთობა საერთაშორისო ფინანსების ხელმძღვანელთან
- საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის ფინანსურ გუნდებთან აქტიური კომუნიკაცია ფულადი სახსრების მართვის, ფინანსური ინსტრუმენტების ადმინისტრირებისა და ხაზინის ოპერაციების საკითხებზე
- ჯგუფის FP&A, საგადასახადო, იურიდიულ და შიდა აუდიტის გუნდებთან კოორდინაცია ჯგუფშიდა სესხების, დივიდენდების ნაკადების, ტრანსფერული ფასებისა და კონტროლის მექანიზმების მიმართულებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- კორპორაციული ხაზინის (Treasury) ან კორპორაციული საბანკო მომსახურების (Transaction Banking, Working Capital, Trade Finance, Relationship Management) მიმართულებით, მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
- საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების ინსტრუმენტებთან (საბანკო გარანტიები (BG), Standby Letter of Credit (SBLC), ფინანსური გარანტიები), საბანკო ანგარიშების სტრუქტურებთან და ჯგუფშიდა სესხების მართვასთან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება
- მრავალ იურისდიქციაში ოპერირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; დსთ-ის (CIS), ლევანტისა და ჩრდილოეთ აფრიკის ბაზრებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ხაზინის ტექნოლოგიებთან, მათ შორის Treasury Management System (TMS)-სა და SWIFT კავშირთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება სასურველია
- საბრუნავი კაპიტალის ინსტრუმენტების, საბანკო ანგარიშების სტრუქტურების, ჯგუფშიდა დაკრედიტების, დივიდენდების განაწილების მექანიზმებისა და საერთაშორისო ხაზინის ოპერაციების სიღრმისეული ცოდნა
- საბანკო პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოების უნარი დაფინანსების პირობების, ფასებისა და დოკუმენტაციის მიმართულებით
- Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; TMS პლატფორმებთან და საბანკო პორტალებთან მუშაობის გამოცდილება; ახალი სისტემებისა და ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
- ძლიერი ანალიტიკური, პრობლემების გადაჭრისა და სტრუქტურირებული აზროვნების უნარები; მონაცემების ბიზნესისთვის ღირებულ და პრაქტიკულ რეკომენდაციებად გარდაქმნის შესაძლებლობა
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები; CFO-სა და აღმასრულებელი მენეჯმენტის დონეზე საპრეზენტაციო და ანალიტიკური მასალების მომზადების გამოცდილება
- სხვადასხვა ქვეყანაში და ფუნქციურ მიმართულებაში მიმდინარე პროცესების კოორდინაციის უნარი
- სიზუსტე, კონტროლის მექანიზმების გააზრება და მაღალი პროფესიული ეთიკა, განსაკუთრებით კონფიდენციალურ ფინანსურ ინფორმაციასთან მუშაობისას.
One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.