Key Account მენეჯერი
ტრანსკომ გრუპ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: Key account manager
ანაზღაურება: 4 000 + ლარი (NET) - გამოცდილების გათვალისწინებით
ძირითადი მოვალეობები:
- მინდობილი კატეგორიის მართვა და განვითარება;
- ბაზრის ანალიზი და კონკურენტული გარემოს შეფასება;
- ასორტიმენტის მატრიცის ფორმირება და განვითარება;
- მოთხოვნების პროგნოზირება, ფასების კონტროლი და სასაწყობე ნაშთების ეფექტური მართვა;
- კატეგორიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- ახალი პარტნიორების მოძიება და მოზიდვა;
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება;
- ხელშეკრულებების გაფორმება, შეკვეთების განთავსება და მიწოდების პროცესების კონტროლი;
- პროდუქციის საწყობებში განაწილებისა და ურთიერთანგარიშსწორებების მონიტორინგი;
- კომპანიის შიდა პროექტებსა და პროცესებში აქტიური ჩართულობა;
- მიმდინარე პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება და განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების ან Key Account Management-ის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- მოლაპარაკებებისა და საქმიანი კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
- შედეგზე ორიენტირებული მუშაობის სტილი;
- რთულ პარტნიორებთან ეფექტური ურთიერთობის დამყარებისა და მართვის უნარი;
- მარკეტპლეისების მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის გამოცდილება.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა