გენერალური / საოპერაციო მენეჯერი
Dro Fresh Bar აცხადებს ვაკანსიას გენერალური / საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის აღწერა
ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ გენერალურ / საოპერაციო მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურ მართვას, ფილიალების კოორდინაციას, ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების კონტროლს, მომსახურების ხარისხის შენარჩუნებასა და ბიზნესის განვითარების პროცესების მხარდაჭერას.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების სრული მართვა და კონტროლი;
- ფილიალების მუშაობის ეფექტურობის მონიტორინგი;
- გაყიდვების, ხარჯებისა და ფინანსური შედეგების კონტროლი;
- მომსახურების ხარისხისა და საოპერაციო სტანდარტების უზრუნველყოფა;
- ფილიალების მენეჯერებისა და თანამშრომლების მართვა;
- KPI-ების განსაზღვრა, შესრულების შეფასება და შედეგების გაუმჯობესება;
- მარაგების, ინვენტარიზაციისა და შესყიდვების კონტროლი;
- ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაცია და ახალი სისტემების დანერგვა;
- მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდაზე მუშაობა;
- რეგულარული ანგარიშგება კომპანიის ხელმძღვანელობასთან;
- ახალი ფილიალების გახსნისა და ოპერაციული გაშვების პროცესების მართვა;
- თანამშრომელთა შერჩევის, ადაპტაციისა და განვითარების პროცესებში მონაწილეობა;
- ოპერაციული რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
- ფილიალებს შორის ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
- კომპანიის სტანდარტებისა და პოლიტიკების შესრულების კონტროლი;
- სხვა დამატებითი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ოპერაციულ მართვასა და განვითარებასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საოპერაციო, გენერალური ან რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე HoReCa სექტორში
- ძლიერი ლიდერული და მენეჯერული უნარები;
- ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების ანალიზის გამოცდილება;
- გუნდების მართვის გამოცდილება;
- კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვა და სწრაფი რეაგირება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
- სარესტორნო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი თვისებები
- ლიდერული აზროვნება;
- მაღალი პასუხისმგებლობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური უნარები;
- ინიციატივიანობა;
- განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა;
- ეფექტური დროის მართვა;
- გუნდური მუშაობისა და თანამშრომლების მოტივაციის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით