ივენთ კოორდინატორი — IOTA Hotels

IOTA Hotels

ივენთ კოორდინატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTEL TBILISI" აცხადებს ვაკანსიას, ივენთ კოორდინატორის პოზიციაზე.

"IOTA HOTELS" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

  • სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება
  • დაგეგმილი ღონისძიებების ბიუჯეტის შედგენა და ანგარიშგება
  • ჩატარებული ღონისძიებების შედეგების სტატისტიკა/ანალიტიკა
  • ღონისძიების ეფექტურობის გაზომვა, ორგანიზატორებთან მუდმივი კავშირის ქონა
  • სტუმრებისაგან მიღებული ინფორმაციისა და კმაყოფილების დონის მუდმივი შესწავლა/ანალიზი
  • სასტუმროში წარმართული ღონისძიებების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება
  • მომსახურების გაცნობის მიზნით, პოტენციური პარტნიორებისათვის პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა/გაცნობა
  • პარტნიორი კომპანიების ინფორმირება სპეციალური შეთავაზებების შესახებ
  • არსებულ პარტნიორებთან მჭიდრო საქმიანი ურთიერთობის შენარჩუნება, მოთხოვნების დაზუსტება/ანალიზი და სათანადო რეაგირება
  • ბაზრის სიახლეების/ახალი ტენდენციების მუდმივი თვალყურის დევნა/გამოვლენა
  • კომპანიისათვის საინტერესო ტენდერებში მონაწილეობის მიღება და საჭირო საბუთების შეგროვება
  • ყოველდღიური რეპორტინგის განხორციელება სასტუმრო იოტას სტანდარტების მიხედვით
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული, ცალკეული თანამდებობრივი ინსტრუქციების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • აუცილებელია, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების თავისუფალ დონეზე ფლობა (გასაუბრება წარიმართება უცხო ენებზე)
  • ეფექტური კომუნიკაციის, დახვეწილი მეტყველების და წერის უნარები
  • საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
  • მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა
  • პუნქტუალურობა
  • ორგანიზებულობა
  • ნოვატორულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებით უზრუნველყოფას
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის 10

სამუშაო გრაფიკი: სრული

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ,