იურისტი/AML და შესაბამისობის ოფიცერი
საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია "Ecovis Georgia" იურიდიულ დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას იურისტის/AML და შესაბამისობის ოფიცრის პოზიციაზე, რომელიც იმუშავებს საქართველოს მოქმედ კაონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხებზე, აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურებების პროვაიდერის, ძირითადი პოლიტიკის, "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს მოქმედი კანონით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება; (სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომი; მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
- სასურველია აუდიტორულ კომპანიაში ან/და საადვოკატო ბიუროში ან/და იურიდიული მიმართულებით ან/და AML და შესაბამისობის ოფიცრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული ანალიზის უნარები;
- კვლევითი უნარები;
- დედლაინების დაცვის უნარები;
- გამართული წერითი (სამართლებრივი წერა) და ვერბალური კომუნიკაცია;
- უცხო ენების ცოდნა: ინგლისური ენა - მინიმუმ B2 დონე (ვერბალური, წერითი);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ჩაითვლება უპირატესობად.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კანონმდებლობის და ქსელის მოთხოვნების ცოდნა, მის შესახებ კომპანიის, დასაქმებულების ინფორმირება;
- კანონმდებლობის და ქსელის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, კონტროლი, ხარვეზების პრევენცია, შესაბამისი დოკუმენტების შექმნა, პროცესების დანერგვა;
- რეპორტინგის მიზნით დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფა დათქმულ ვადებში;
- შესაბამისი ინფორმაციის ანალიზი; იურიდიული დოკუმენტაციის ანალიზი, შედგენა, შესწორება, კორექტირება, პრეზენტაცია;
- იურიდიული და AML დოკუმენტაციის წარმოება, აღრიცხვა, შენახვა, სკანირება, დაფასოება, ადრესატებზე განაწილება;
- წარმომადგენლობა სასამართლოში, უწყებებში, სხვადასხვა პირებთან და შესაბამისი სამართლებრივი მხარდაჭერა;
- იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
- იურიდიულ დეპარტამენტში შემოსული დაკვეთების დროული დადასტურება; კომპანიის სერვისებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შედგენა;
- მიღებული დავალებების/დაკვეთების დროული შესრულება;
- შესრულებული საქმის რეპორტინგის წარმოება ხელმძღვანელის წინაშე;
- სამართლებრივი სიახლეების დროული ცოდნა/კლიენტების ინფორმირება;
- შეხვედრებში, თათბირებში, პრეზენტაციებში მონაწილეობა ან/და ჩატარება, ხელმძღვანელის მიერ მითითების შემთხვევაში;
- პოზიციასთან დაკავშირებული, ხელმძღვანელის სხვა დავალებების/მითითებების შესრულება.
დამატებითი ინფორმაცია:
- ვაკანსტური ადგილების რაოდენობა: 1
- ანაზღაურება: შეთანხმებით
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქუჩა N11 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი); შესაძლებელია კლიენტებთან ვიზიტები, საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის დავალებით.
დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
- კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
- თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
- პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
- სამედიცინო დაზღვევას;
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.