იურისტი/ადვოკატი
შპს "სმოტორსი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის/ადვოკატის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1
სამუშაო გრაფიკი: ძირითადად დისტანციური
ანაზღაურება: შეთანხმებით
პოზიციის აღწერა
ჩვენი კომპანია ეძებს გამოცდილ იურისტს/ადვოკატს. პოზიცია ითვალისწინებს კომპანიის ინტერესების დაცვას როგორც შიდა პროცესებში, ისე სასამართლოებსა და სახელმწიფო უწყებებში.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სარჩელების, შესაგებებლისა და საჩივრების მომზადება/შეტანა.
- განცხადებების, საჩივრებისა და ნებართვების პროექტების მომზადება, რეგისტრაცია და მონიტორინგი მერიაში, ზედამხედველობის სამსახურსა და სხვა უწყებებში.
- სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ან ჯარიმების სამართლებრივი ანალიზი და მათი გასაჩივრება ადმინისტრაციული ან სასამართლო წესით.
- ნასყიდობის, მიწოდების, ნარდობისა და პარტნიორული ხელშეკრულებების შემუშავება, ასევე შრომით ხელშეკრულებების შედგენაში მონაწილეობის მიღება.
- კომპანიის საქმიანობის (წარმოება, მშენებლობა, ვაჭრობა) სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასება და პრევენცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი იურიდიული განათლება.
- ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (სამოქალაქო ან საერთო სპეციალიზაციით) და სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება (სავალდებულოა).
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. სასამართლო დავების წარმოებისა და მერიასთან/ადმინისტრაციულ ორგანოებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.