იურისტი — ფინანსური ჯგუფი

ფინანსური ჯგუფი

იურისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"ფინანსური ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.

საქმიანობის სფეროა ვადაგადაცილებული სესხების დამუშავება და სასარჩელო/სააღსრულებო საქმის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სამოქალაქო და საპროცესო სამართლის კარგი ცოდნა;
** იურისტად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;-გუნდურად მუშაობის და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** ინფორმაციის ანალიზის და დასაბუთებული პოზიციის ჩამოყალიბების უნარი;
** პროფესიული და ეფექტიანი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** სასამართლოებში სარჩელების, განცხადებებისა და სხვა საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა;-სასამართლო და სააღსრულებო წარმოების სრული პროცესის მართვა;
** სამართლებრივი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
** ორგანიზაციის წარმომადგენლობა სასამართლოებში, არბიტრაჟსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში;-კლიენტებთან, სახელმწიფო უწყებებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;
** შესაბამისი უწყებებისა და ნებისმიერი მესამე პირის წინაშე კომპანიის ინტერესების დაცვა;
** არაუზრუნველყოფილი სესხების, იპოთეკების, გირავნობებისა და სხვა უზრუნველყოფის საშუალებების სამართლებრივი ანალიზი;
** იურიდიული რისკების შეფასება და მათი მინიმიზაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (კვალიფიკაციის მიხედვით)
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (1-სთ შესვენება)
ვაკანტური ადგილი: 2