იურისტი
კომპანია "ბ და ნ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
შპს "ბ და ნ ინვესტი" არის ჰოლდინგური კომპანია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების კომპანიებს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. უზნაძის 78
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 10:00-18:00 (დასვენება შაბათი-კვირა)
ანაზღაურება: 2000-2500 ლ net (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ჰოლდინგური კომპანიისა და მის შემადგენლობაში შემავალი სხვადასხვა პროფილის შვილობილი კომპანიების ყოველდღიური საქმიანობის სრული იურიდიული მხარდაჭერა და სამართლებრივი მომსახურება.
- კორპორაციული დოკუმენტაციის (პარტნიორთა კრების ოქმები, გადაწყვეტილებები, წესდებები, დებულებები, მინდობილობები) მომზადება, განახლება და რეორგანიზაციის/M&A პროცესების მართვა.
- ყველა ტიპის ხელშეკრულებისა და შეთანხმების პროექტების შემუშავება, სამართლებრივი ექსპერტიზა, კორექტირება და გაფორმების პროცესის უზრუნველყოფა.
- კომპანიის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა მესამე პირებთან, პარტნიორებთან, სახელმწიფო უწყებებთან, სასამართლოში, არბიტრაჟსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
- სასამართლო/საგადასახადო/ადმინისტრაციულ დავებზე სარჩელების, შესაგებლების, საჩივრებისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების მომზადება და პროცესების წარმართვა.
- ჰოლდინგისა და შვილობილი სუბიექტების ბიზნესპროცესების სამართლებრივი ანალიზი, რისკების იდენტიფიცირება, პრევენცია და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
- კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან (მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და კონკურენციის რეგულაციებთან).
- შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი დარეგულირება, შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესისა და შიდა რეგულაციების შემუშავება შრომის კოდექსის შესაბამისად.
- ჰოლდინგის მენეჯმენტისა და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის (HR, ფინანსები, ოპერაციული და ა.შ.) სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა.
- საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათი გავლენის ანალიზი კომპანიის საქმიანობაზე.
სავალდებულო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი ან მაგისტრი).
- სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე (უპირატესობად ჩაითვლება ჰოლდინგურ, მრავალპროფილურ კომპანიაში ან იურიდიულ საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება).
პიროვნული უნარ-თვისებები:
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- აქტიური, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
რას გთავაზობთ: ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, გამოცდილების მიღებას ძალიან საინტერესო და სპეციფიურ ინდუსტრიაში.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!