იურისტი — The Design Mall

The Design Mall

იურისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"DESIGN MALL" არის დიზაინისა და სარემონტო მასალების მოლი თბილისში. ჩვენი საქმიანობა მოიცავს როგორც სარემონტო და სამშენებლო მასალების მიმართულებას, ისე სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებულ საქმიანობას.

"AWARD" ასევე ჩვენი ჰოლდინგის შემადგენელი კომპანიაა და საქმიანობას ახორციელებს სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი

ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, განხილვა და სამართლებრივი რისკების შეფასება;
  • კომპანიასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირების სტრატეგიის განსაზღვრა;
  • კომპანიის ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
  • საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავ და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია და კომპანიის ინტერესების წარმომადგენლობა;
  • პრეტენზიების, განცხადებების, საჩივრების, საპასუხო პოზიციებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
  • პარტნიორებთან, კონტრაქტორებთან და სხვა მესამე პირებთან წარმოშობილი სამართლებრივი საკითხების მართვა;
  • სამართლებრივი რისკების პრევენცია და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
  • ადვოკატის მოწმობა სამოქალაქო ან საერთო სპეციალიზაციით;
  • სასამართლო დავებსა და სამართალწარმოებაში პრაქტიკული გამოცდილება;
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სიღრმისეული ცოდნა;
  • სამართლებრივი დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება კანდიდატის გამოცდილება:

  • სამშენებლო პროექტების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიმართულებით;
  • სატენდერო და შესყიდვის პროცედურების სამართლებრივი მხარდაჭერის მიმართულებით;
  • სამშენებლო და სარემონტო მასალების მოლის/საცალო სავაჭრო ობიექტის სამართლებრივი უზრუნველყოფის მიმართულებით;
  • სასამართლო დავებისა და სამართალწარმოების მიმართულებით.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს დიზაინ მოლის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ.