იურისტი — ბელ მეზონი

ბელ მეზონი — ლოგო
ბელ მეზონი

იურისტი

₾4000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • წარმომადგენლობა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა და სასამართლოში;
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებების, აქტების, დასკვნების, განცხადებების და სხვა) შედგენა, შესწორება, კორექტირება, პრეზენტაცია, განხილვა;
  • საჭიროებისამებრ, სასამართლო/სააღსრულებო პროცესთან დაკავშირებული საქმის მასალების მომზადება;
  • კომპანიის თანამშრომლებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა, მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
  • საკანონმდებლო ბაზის ცვლილებების გაცნობა და რეაგირება;
  • მიღებული დავალებების/დაკვეთების დროული შესრულება;
  • შეხვედრებში, თათბირებში, პრეზენტაციებში მონაწილეობა ან/და ჩატარება, ხელმძღვანელის მიერ მითითების შემთხვევაში;
  • კომპანიის სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის საჭირო სხვა სამუშაოების შესრულება.
  • დოკუმენტაციის აღრიცხვა და დაარქივება.
  • თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;
  • HR ადმინისტრაციული ამოცანების შესრულება
  • HR პოლიტიკის და პროცედურების წარმოება ადგილობრივი შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა: (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, მეწარმეთა შესახებ კანონის და სხვა აქტების ცოდნა);
  • იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით);
  • სახელმწიფო სერვისების პროგრამების ცოდნა - სამომხმარებლო დონეზე;
  • გამართული წერითი (სამართლებრივი წერა) და ვერბალური კომუნიკაცია;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00)

ანაზღაურება: 4000 ლარი

დამატებითი ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 86

ვებ-გვერდი: https://bellemaison.ge/ | https://www.facebook.com/bellemaisontbilisi

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ