იურისტი — ვოლტა

ვოლტა — ლოგო
ვოლტა

იურისტი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ვოლტა" წარმოადგენს უმსხვილეს ონლაინ მოლს, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონული კომერციის უნიკალურ სერვისს, კერძოდ პროდუქციის შეძენას შიდა ონლაინ განვადებით, ყოველგვარი საბანკო, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.

ჩვენ ვეძებთ იურისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის სამართლებრივი ინტერესების დაცვაზე, სასამართლო დავების სრულად წარმართვასა და სასამართლო პროცესებში კომპანიის წარმომადგენლობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, გიორგი სააკაძის II გასასვლელი (ბიზნეს ცენტრი ატრიუმი).

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00;

ანაზღაურება: ფიქსირებული - 1500 ლარი + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

  • სარჩელების, შესაგებლების, შეგებებული სარჩელების, საჩივრების, შუამდგომლობებისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების მომზადება;
  • სარჩელების სასამართლოში წარდგენა და საქმის წარმოება;
  • კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლო პროცესებზე;
  • საპროცესო ვადების კონტროლი და შესაბამისი მოქმედებების დროულად განხორციელება;
  • საჭიროების შემთხვევაში სააპელაციო და საკასაციო საჩივრების მომზადება და შესაბამის ინსტანციებში წარმომადგენლობა;
  • სასამართლო დავებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება და მორიგების შესაძლებლობების შეფასება;
  • სასამართლო საქმეების მიმდინარეობის აღრიცხვა, მონიტორინგი და ანგარიშგება;
  • სასამართლოდან სააღსრულებო ფურცლის აღება, აღსრულების ეროვნულ ბიუროში რეგისტრაციის მიზნით;
  • წარმომადგენლობა აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება (საგარანტიო წერილების, ცნობების, განცხადებების, მორიგებების და ა.შ);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • სასამართლო დავების მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • სარჩელისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადების გამოცდილება;
  • სასამართლო პროცესებზე წარმომადგენლობის გამოცდილება;
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კარგი ცოდნა;
  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
  • ძლიერი ანალიტიკური და არგუმენტაციის უნარები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel).

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ