იურისტი — საადვოკატო ოფისი

საადვოკატო ოფისი

იურისტი

₾4500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საადვოკატო ოფისი აცხადებს ვაკანსიას საერთო სპეციალობის მქონე იურისტის პოზიციაზე, რომელსაც განსაკუთრებული გამოცდილება სამოქალაქო სამართლის მიმართულებით ექნება.

შესაძლებელია სამუშაოს დისტანციურად შესრულება.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა;
  • წარმომადგენლობა სასამართლოში, სხვადასხვა დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
  • შიდა იურიდიული კონსულტაციების წარმოება;
  • სამართლებრივი საკითხებისა და დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი რეაგირება;
  • სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება იურიდიული სამსახური მოთხოვნების შესაბამისად.
  • ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშის, კვლევის, საკანონმდებლო ინიციატივის შეფასების მომზადება;
  • კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად განცხადების, სარჩელის, საჩივრის მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, მათ შორის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება;
  • ისეთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, როგორიცაა სემინარის, ტრენინგის, პრეზენტაციის და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება;
  • საჭიროების შემთხვევაში საადვოკატო ოფისის სხვა პროექტებში დახმარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);
  • სამოქალაქო სამართლის ზედმიწევნით კარგი ცოდნა და შესაბამის სფეროში ანალიტიკური მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამოქალაქო სამართლის სფეროში ადვოკატად მუშაობის გამოცდილება);
  • იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ქართულად და ინგლისურად მაღალ დონეზე საუბრის, წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

სახელფასო განაკვეთი: 4 500 ლარი

საბუთები:

  • CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • ადვოკატის მოწმობის ასლი.