იურიდიული სამსახურის უფროსი — ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა

ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა

იურიდიული სამსახურის უფროსი

₾3750 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე

ანაზღაურება: 3750 ლარი დარიცხული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

სამსახურის მართვა და ადმინისტრირება:

  • ახორციელებს იურიდიული სამსახურის სტრატეგიულ და ოპერატიულ ხელმძღვანელობას, აძლევს სავალდებულო მითითებებს დაქვემდებარებულ თანამშრომლებს;
  • ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის სამუშაოს ეფექტურად შესრულების მიზნით, ახორციელებს მათი საქმიანობის ზედამხედველობას და აფასებს შესრულებულ სამუშაოს;
  • აანალიზებს სამსახურის საქმიანობის ძლიერ და სუსტ მხარეებს, შეიმუშავებს დანერგვისა და მართვის ეფექტურ სტრატეგიასა და შიდა სამსახურებრივ პოლიტიკას;
  • რეაგირებს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი დისციპლინის გადაცდომებზე კანონმდებლობისა და კლინიკის შინაგანაწესის შესაბამისად;
  • ხელმძღვანელის დავალებით ამზადებს და წარადგენს პერიოდულ ანგარიშებსა და პრეზენტაციებს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ;
  • ასრულებს კლინიკის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრულ სხვა მიმდინარე და სამართლებრივ დავალებებს.

სამართლებრივი უზრუნველყოფა და დოკუმენტბრუნვა:

  • კომპეტენციის ფარგლებში აფასებს, ამზადებს და ვიზირებას უკეთებს სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტებს, კლინიკის ბრძანებებსა და შიდა ნორმატიულ აქტებს;
  • შეიმუშავებს და ამზადებს კლინიკის საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და შეთანხმებების პროექტებს;
  • კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ნებისმიერ სამართლებრივ დოკუმენტაციას, რომელიც საჭიროა კლინიკის მიმდინარე საქმიანობისთვის ან სხვადასხვა ინსტიტუციასთან ურთიერთობისას.

წარმომადგენლობა და დავალიანებათა მართვა:

  • ამზადებს საარბიტრაჟო, სასამართლო და სხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანოებში წარსადგენ სარჩელებს, შესაგებებლებს, შუამდგომლობებსა და სხვა საპროცესო დოკუმენტაციას;
  • პირადად ან დაქვემდებარებული თანამშრომლების მეშვეობით იცავს კლინიკის კანონიერ ინტერესებს ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოში, საარბიტრაჟო ტრიბუნალში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მესამე პირებთან ურთიერთობაში;
  • ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის მითითებებსა და მართლზომიერ დავალებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სასურველია);
  • სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, საიდანაც სულ მცირე 1 წელი უნდა მოიცავდეს მენეჯერულ (ხელმძღვანელ) პოზიციაზე მუშაობას;

პრიორიტეტები:

  • სასურველია საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია კლინიკაში ან სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული ცოდნა: საქართველოს კანონმდებლობის (სამოქალაქო, ადმინისტრაციული, შრომის და ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის) ღრმა ცოდნა;
  • კომპიუტერული უნარები: MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • ანალიზის უნარი;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომპეტენტურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიაზე CV-ების მიღების ბოლო თარიღია 2026 წლის 01 ოქტომბერი.