იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი — Construction Service

Construction Service — ლოგო
Construction Service

იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "Construction service" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო ადგილი: თბილისი/რუსთავი

ანაზღაურება: ინდივიდუალური/შეთანხმებით (კანდიდატის გამოცდილების მიხედვით)

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის იურიდიული სამსახურის საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენცია;
  • კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლო, ადმინისტრაციულ და სხვა სამართლებრივ დავებში;
  • ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების სამართლებრივი ანალიზი და დამტკიცების პროცესის მართვა;
  • მენეჯმენტისთვის სამართლებრივი კონსულტაციების და რეკომენდაციების მიწოდება;
  • კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან და შიდა პოლიტიკებთან;
  • კორპორაციული სამართლის, შრომითი სამართლის, საგადასახადო და ადმინისტრაციული საკითხების სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • სახელმწიფო უწყებებთან, სასამართლოებთან, კონტრაქტორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • იურიდიული სამსახურის თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამართლის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი (მაგისტრატურა ჩაითვლება უპირატესობად);
  • მინიმუმ 7 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება იურიდიულ სფეროში;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის, უფროსი იურისტის ან ანალოგიურ მმართველ პოზიციაზე;
  • საქართველოს კანონმდებლობის ღრმა ცოდნა, მათ შორის: კორპორაციული, შრომითი, საგადასახადო, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებებით;
  • სასამართლო და ადმინისტრაციული დავების წარმოების პრაქტიკული გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (სავალდებულოა), მათ შორის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებისა და ანალიზის უნარი.

მნიშვნელოვნად ვაფასებთ შემდეგ პიროვნულ თვისებებს:

  • ლიდერული და მენეჯერული უნარები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და თანამშრომლების განვითარების ხელშეწყობის უნარი.

მნიშვნელოვნად ვაფასებთ შემდეგ პიროვნულ თვისებებს:

  • კოლეგიური, მხარდამჭერი და მიზნებზე ორიენტირებული დამოკიდებულება გუნდურ მუშაობაში
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე მუშაობაში
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
  • ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური თანამშრომლობა

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"Construction service`დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის მიერ რეკრუტინგის სამსახურის მიერ.