იურიდიული დოკუმენტაციის სპეციალისტი
იურიდიული დოკუმენტაციის სპეციალისტის პოზიციაზე მესაჭიროება კადრი, ორგანიზებული და დეტალებზე მაქსიმალურად ორიენტირებული.
პოზიციის ძირითადი მიმართულებაა კომპანიის ხელშეკრულებებისა და კლიენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სწორად და სრულად მომზადება, დოკუმენტების ადმინისტრირება, ასევე ნოტარიუსებთან და შესაბამის პირებთან კომუნიკაცია.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის არსებული ხელშეკრულების დრაფტების საფუძველზე ხელშეკრულებების სწორად და სრულად შევსება;
- კლიენტების მონაცემებისა და თანდართული დოკუმენტაციის სიზუსტისა და სისრულის გადამოწმება;
- ხელშეკრულების გაფორმებისა და სანოტარო პროცედურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ორგანიზება;
- ნოტარიუსებთან კომუნიკაცია და კლიენტებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების პროცესის მართვა;
- ხელმოწერილი ხელშეკრულებების, დანართებისა და სხვა დაკავშირებული დოკუმენტების ორგანიზებულად წარმოება და დაარქივება;
- ყველა დოკუმენტის მაღალი სიზუსტით, პროფესიონალურად და დადგენილ ვადებში მომზადების უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში გაყიდვების, ფინანსურ და მენეჯმენტის გუნდებთან თანამშრომლობა;
- დოკუმენტებში არსებული ხარვეზების ან არასრული ინფორმაციის დროული იდენტიფიცირება და გამოსწორების უზრუნველყოფა;
- კლიენტებისა და კომპანიის კონფიდენციალურ ინფორმაციასთან პასუხისმგებლიანი მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება და მაღალი სიზუსტე;
- კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
- ძლიერი კომუნიკაციის უნარები;
- Microsoft Word-ისა და Microsoft Office-ის კარგი ცოდნა;
- ხელშეკრულებებსა და ოფიციალურ დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი;
- რამდენიმე დავალების პარალელურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი;
- პასუხისმგებლიანი, და მოწესრიგებული სამუშაო მიდგომა;
- იურიდიულ დოკუმენტაციაში, ხელშეკრულებების ადმინისტრირებაში, გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა აუცილებელია;
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი